Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
ambebi.ge
23 November 2017, 18:20
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, თოვლი ამ დროისთვის დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში, მათ შორის გლდანში, მუხიანში, სანზონასა და დიდ დიღომში ფიქსირდება.

მისივე ინფორმაციით, თოვა საღამოს საათებსა და ღამის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება. თოვლი იქნება დასავლეთ საქართველოშიც. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრი გაუარესება და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.



"თბილისის გარეუბნებში უკვე თოვს. თოვაა მოსალოდნელი ღამის განმავლობაშიც. შესაბამისად, იქნება დაბალი ტემპერატურა. ტემპერატურა დაეცემა მთელ საქართველოშიც და მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რომელიც გაგრძელდება ზეგ დილამდე. /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); დღეს დილით დაიწყო ნალექი საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მაღალ მთაში თოვლის სახით. ზუგდიდში და მის რამდენიმე სოფელში თოვს. ასევე მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო დაცემა.

ტემპერატურა თბილისში ამაღამ 0 - 1 გრადუსი იქნება, ხვალ -1-დან - 2 გრადუსამდე იქნება", – განაცხადა ნიორაძემ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი